საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო-მატიანე თანდათან უფრო საინტერესო გახდება როგორც კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელთათვის, ისე თანამედროვე ქართული კულტურის მკვლევართათვის.
დაარსების დღიდან, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ქმნის და ინტერნეტის საშუალებით ავრცელებს კალიგრაფიის სფეროში მიმდინარე მოვლენების ვიდეო-მასალებს.
მასალები განთავსებულია როგორც კავშირის საიტზე, ისე სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა პორტალებზე. ასევე, ეგზავნება საერთაშორისო გამოფენებს და უცხოურ პროფესიულ ორგანიზაციებს.
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო-მატიანის საშუალებით მაყურებელი ეცნობა კავშირის მიერ გამართულ გამოფენებს, მასტერკლასებს, პროექტებისა და მოვლენების რეპორტაჟებს.
გამოფენები
4 დეკემბერი 2014

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა მორიგი გამოფენა გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ქართველი და უცხოელი კალიგრაფების 200-მდე ნაშრომთან ერთად, პირველად იქნა წარმოდგენილი "ვეფხისტყაოსნის" უახლესი ხელნაწერი.
6 დეკემბერი 2014

2014 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა მორიგი გამოფენა გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. 6 დეკემბერს შედგა კალიგრაფების სამუშაო შეხვედრა საგამოფენო დარბაზში. განხილულ იქნა განხორციელებული პროექტები.
26 ოქტომბერი 2013

"ვაჟაობის" სახალხო დღესასწაული 2013 წელს ჩარგალში გვიან შემოდგომაზე გაიმართა. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი კვლავაც ჩაერთო ზეიმში და ვაჟა-ფშაველას მუზეუმში ქართველი და უცხოელი კალიგრაფების ხელნაწერები წარმოადგინა.
3 იანვარი 2013

2013 წლის 3 იანვარს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი უერთდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებას და ექსპოზიციას მართავს წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში.
29 ნოემბერი 2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოფენო ექსპონატების რაოდენობამ 120 ერთეულს გადააჭარბა. ქართველი კალიგრაფების მიერ გადაწერილ 14 პოემას, გვერდს უმშვენებს 21 შთამბეჭდავი ნამუშევარი, შესრულებული უხცოელი კალიგრაფების მიერ.
14 ივლისი 2012

თანამედროვე კალიგრაფიის პირველი გამოფენა საქართველოში, 2012 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში"ვაჟაობის" სახალხო დღესასწაულზე გაიმართა. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა 14 ივლისი თანამედროვე ქართული კალიგრაფიის დღედ გამოაცხადა.