საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

ლექსების ხელნაწერი კრებულები

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის მიმდინარე, გრძელვადიანი პროექტია კლასიკოსთა ლექსების ხელნაწერი კრებულების შექმნა.

2011 წელს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა განახორციელა საერთაშორისო პროექტი, რომლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი კალიგრაფების მიერ შეიქმნა თანამედროვე, კალიგრაფიული ხელნაწერები ვაჟა-ფშაველას პოემებისა და ლექსების მიხედვით.

ეს იყო პირველი, ფართომასშტაბიანი აქცია საქართველოში, რომელმაც საზოგადოებას წარუდგინა თანამედროვე ქართული და მსოფლიო კალიგრაფიის ხელოვნების ნიმუშები.

ალტერნატიული სტილი ნინო იკაშვილის მიერ

აღორძინებული და ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული, ქართული კალიგრაფიის ხელოვნება ამ შემთხვევაში კლასიკური სტილისტიკითა და გამომსახველობითი საშუალებებით გამოირჩეოდა უცხოელთა ხელნაწერების ალტერნატიული მიმართულებისაგან.

პირველ რიგში, ეს განპირობებულია ჩვენს ქვეყანაში მივიწყებული დარგის მართებულად აღდგენით და დღევანდელობაში დანერგვით. კალიგრაფთა კავშირი უპირველესად ქართული მართლწერის პრინციპებს უზიარებს კალიგრაფიით დაინტერესებულ პირებს და მომავალ თაობას ქრესტომათიულ წყაროს სთავაზობს.

ამავე დროს, ხელნაწერის კლასიკური სტილი სწორად მიესადაგება მრავალგვერდიან საკითხავ პოეტურ, თუ პროზაულ ნაწარმოებს.

თემატიკიდან გამომდინარე, კალიგრაფთა კავშირი ასეთივე მიდგომით გეგმავს კლასიკოსთა ლექსების ხელნაწერი კრებულების შექმნას. თუმცა, პროექტის მსვლელობისას ცალკეული, თანამგზავრი ნამუშევრების ალტერნატიული სტილისტიკით წარმოდგენასაც უნდა ველოდეთ.

პორტრეტები (შესრულებულია ქეთევან ქავაზაურის მიერ)

ნიმუშები