საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

ხელნაწერი წიგნები

კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. ხელნაწერი წიგნის შექმნა არის ურთულესი პროცესი და აქედან გამომდინარე - კალიგრაფის შემოქმედების მწვერვალი.

ტრადიციულად, ხელნაწერთა ორიგინალები მხოლოდ შეძლებულ დამკვეთთა ხელში ხვდება. იმისათვის რომ ხელნაწერი წიგნის მადლი სხვა დამფასებლებმაც შეიგრძნონ, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ეძებს მხატვრულ-ტექნიკურ გადაწყვეტებს.

კალიგრაფთა კავშირმა მოახდინა თანამედროვე ხელნაწერი წიგნის გამომსახველობისა და რაობის კლასიფიცირება, რაც ხელნაწერ ნაშრომს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენისთვის.

პირველი კატეგორია - ესაა ხელნაწერის დედანი, აკინძული წიგნად, ან წარმოდგენილი ცალკეულ გვერდებად ერთგვაროვან ჩარჩოებში, თუკი წიგნის გვერდების რაოდენობა და დეკორატიულობა ამის საშუალებას იძლევა. მაგალითად, სქელტანიანი წიგნების დედნები მხოლოდ იკინძება, მაშინ როცა წიგნის შემადგენელი 8-დან 50-მდე მხატვრულ-დეკორატიული გვერდის დედანი შეიძლება ჩარჩოთი უფრო ეფექტურად განთავსდეს დამკვეთის საცხოვრებლის, თუ ოფისის კედელზე.

მეორე კატეგორია - ეს ხელნაწერთა რეპროდუქციებია, ექსკლუზიურად შედგენილი და აკინძული ხელნაკეთ წიგნად, გამორჩეული ყდით, ან წარმოდგენილი ცალკეულ გვერდებად ერთგვაროვან ჩარჩოებში.

მესამე კატეგორია - აქ შედის ხელნაკეთი, არასტამბური ასლები, არაექსკლუზიურად შედგენილი, თუმცა ყოველი წიგნი მაინც გამოირჩევა ინდივიდუალობით.

კალიგრაფთა კავშირი ხელნაწერ წიგნებს, ან სხვა სახის ხელნაწერებს არ აკავშირებს იდენტურ, სტამბურ გამოცემებთან.

მოცემული სამი კატეგორია სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ თანამედროვე ხელნაწერები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს და ამავე დროს, მხატვრულ-ტექნიკური ღირებულების მხრივ ფასეულ ნაშრომად წარმოჩინდეს.

ნიმუშები კატეგორიების მიხედვით

პირველი კატეგორია - დედნები

მეორე კატეგორია - ექსკლუზიური რეპროდუქციები

მესამე კატეგორია - არაექსკლუზიური ხელნაკეთი ასლი