2014 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა მორიგი გამოფენა გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

ინდივიდუალურ კალიგრაფიულ ნამუშევრებთან ერთად, გამოიფინა ჯგუფური პროექტების ნიმუშები.
ქართველი და უცხოელი კალიგრაფების 200-მდე ნაშრომთან ერთად, პირველად იქნა წარმოდგენილი "ვეფხისტყაოსნის" უახლესი ხელნაწერი.

"ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი წიგნის შექმნაზე საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი მუშაობდა 2014 წლის ივნისიდან ნოემბრამდე. წიგნი შედგება 400-ზე მეტი გვერდისგან, სადაც თანამედროვე, კლასიკური სტილის კალიგრაფიით შესრულებულ ტექსტთან მონაცვლეობს 120-მდე ორნამენტი.
6 დეკემბერს შედგა კალიგრაფების სამუშაო შეხვედრა საგამოფენო დარბაზში. განხილულ იქნა განხორციელებული პროექტები.
დამსწრეთა წინაშე წარდგა 2014 წლის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელი ჯგუფი: ნინო ტაბატაძე, ცირა ბულაშვილი, რუსუდან სუხაშვილი, ლევან ჩაგანავა, ნინო იკაშვილი, აბო ახვლედიანი, ნინო ჩხვიმიანი.
ფოტოგალერეა - 4 დეკემბერი 2014




































ფოტოგალერეა - 6 დეკემბერი 2014



























