გამოფენა პატრიარქის იუბილეზე

2013 წლის 3 იანვარს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი უერთდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებას და ექსპოზიციას მართავს წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში.
წარმოდგენილია 2011 წლის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი კალიგრაფების მიერ კალიგრაფიულად შესრულებული ვაჟა-ფშაველას პოემები, ლექსები და ფრაზები.
პატრიარქთან შეხვედრაზე მისული სტუმრები ღონისძიების ბოლოს ყურადღებით ეცნობიან თანამედროვე ხელნაწერებს და ხედავენ ქართული დამწერლობის ტრადიციების აღორძინების შედეგს.
ფოტოგალერეა - 3 იანვარი 2013, წმ. სამების საკათედრო ტაძარი




































