საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

2012 წელს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა ორი გამოფენა მოაწყო

თანამედროვე კალიგრაფიის პირველი გამოფენა საქართველოში, 2012 წლის 14 ივლისს, ჩარგალში გაიმართა. 14 ივლისი თანამედროვე ქართული კალიგრაფიის დღედ გამოცხადდა.

ვიდეო - 14 ივლისი 2012, ჩარგალი

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, 2011 წელს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა განახორციელა საერთაშორისო პროექტი.

კავშირის წევრებისა და მოწვეული უცხოელი კალიგრაფების მიერ შეიქმნა კალიგრაფიული ნამუშევრები ვაჟა-ფშაველას პოემების, ლექსებისა და ფრაზების მიხედვით.

ნამუშევრები გამოფინა ვაჟა-ფშაველას მუზეუმში, სოფელ ჩარგალში "ვაჟაობის" სახალხო დღესასწაულზე, 2012 წლის 14 ივლისს.

ეს იყო თანამედროვე ქართული და მსოფლიო კალიგრაფიის პირველი გამოფენა საქართველოში.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა 14 ივლისი თანამედროვე ქართული კალიგრაფიის დღედ გამოაცხადა.

თანამედროვე კალიგრაფიის მეორე გამოფენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს

ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეზე შექმნილი ნამუშვრების მეორე გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 29 ნოემბერს გაიხსნა.

ვიდეო - 29 ნოემბერი 2012, თსუ

საგამოფენო ექსპონატების რაოდენობამ 120 ერთეულს გადააჭარბა. ქართველი კალიგრაფების მიერ გადაწერილ 14 პოემას, გვერდს უმშვენებს 21 შთამბეჭდავი ნამუშევარი, შესრულებული უხცოელი კალიგრაფების მიერ. ისინი წარმოადგენენ ქვეყნებს: იაპონია, რუსეთი, უკრაინა, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, კოლუმბია, პერუ და არგენტინა.

"ვაჟა ფშაველას ფონდის" თავჯდომარის ლელა რაზიკაშვილის თაოსნობით, პირველი გამოფენა გაიმართა 2012 წლის 14 ივლისს, "ვაჟაობის" სახალხო დღესასწაულზე, სოფელ ჩარგალში.

2012 წლის 29 ნოემბერს ექსპოზიციამ გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში.

სწორედ უნივერსიტეტის კედლებში გამოეთხოვა წუთისოფელს დიდი მწერალი და მოაზროვნე.

ორგანიზატორთა განმარტებით, ორივე გამოფენის მოწყობის ადგილი შეირჩა, როგორც სიმბოლური მსვლელობა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების გზაზე.

მყუდრო და სასიამოვნო გარემოში მოწყობილ გამოფენას უამარვი სტუმარი ეწვია. ფაქიზად და ესთეტურად შესრულებულმა ნამუშევრებმა ბევრ სტუდენტს მძაფრი სურვილი გაუღვივა, რომ უფრო ღრმად გაეცნონ ხელნაწერი წიგნის შექმნის უძველეს და თანამედროვე სკოლას.