2011 მარტის ბოლოს კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობდა უკრაინის დედაქალაქი - კიევი. თემატიკა - კალიგრაფია და ტიპოგრაფია.
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა უკრაინელი კოლეგების მოწვევით გამოფენაზე გააგზავნა ციფრული ვერსიები ლევან ჩაგანავას და ქეთევან ქავაზაურის მიერ 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნიდან "სტუმარ-მასპინძელი". ასევე, თანამედროვე ქართული კალიგრაფიის რამოდენიმე ნიმუში, კლასიკური ხელნაწერით და სახასიათო მხატვრული სტილისტიკით.





გამოფენა "Rutenia" კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაციასთან ერთად, შრიფტისა და ტიპოგრაფიული დიზაინის წარმოჩენაზეა ორიენტირებული. ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოს მსგავსად, კალიგრაფია, როგორც მივიწყებული დარგი უკრაინაშიც მხოლოდ ახლა იწყებს აღორძინებას და რესურსების ნაკლებობას განიცდის.
ამავე დროს, ქართული დამწერლობის მდიდარ ტრადიციებთან შედარებით ჩვენს კოლეგებს საკმაოდ შეზღუდული სივრცე ეშლებათ შემოქმედებისათვის.
ამიტომ, გამოფენის ორგანიზატორები ცდილობენ კალიგრაფიის ხელოვნება თანამედროვეობაში "ახლიდან შვან" და სრულიად შეგნებულად უნათესავებენ შრიფტისა და ტიპოგრაფიის სფეროს.
და მაინც, გამოფენამ საინტერესო მასალები და თემატური გადაწყვეტები წარუდგინა დამთვალიერებელს. უკრაინელი სტუდენტების მონდომებამ და ინტერესმა კლასიკური ხელნაწერების სიმწირე დასძლია და ტიპოგრაფიული ნიმუშების გვერდით კალიგრაფიული ელემენტები თანაბარწილად წარმოგვიდგინა.
ფოტოგალერეა - 30 მარტი 2011, კიევი












































