www.pcu.ge

ხელნაწერი წიგნები


კალიგრაფიული ნამუშევრები



კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011

კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010

კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2010

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად შეიქმნა კალიგრაფიული ხელნაწერები

2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა განახორციელა პროექტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ფონზე, თანამედროვე კალიგრაფიული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად. ვაჟა-ფშაველას პორტრეტი ქეთევან ქავაზაურის კალიგრაფიით

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ მომზადა ხელნაწერი წიგნები ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით.

პროექტს შემოუერთდნენ პროფესიონალი კალიგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით.

საიტზე მათთვის დამატებულია საინფორმაციო გვერდები ვაჟა-ფშაველას პოეტური ნაწარმოებების თარგმანებით.

En | Ru

საიუბილეო აქციაში მონაწილეობის მსურველთათვის, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა 2011 წლის აგვისტოსა და ოქტომრის თვეებში ჩაატარა კონკურსები.
მონაწილეებს უნდა შეექმნათ სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით. როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბრის კონკურსმაც არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოავლინა.

 

საერთო ჯამში, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის თაოსნობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად შექმნილია:

  • 12 ხელნაწერი წიგნი ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით (საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ)
  • 24 კალიგრაფიული ნამუშევარი ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით (უცხოელი პროფესიონალი კალიგრაფების მიერ)
  • 42 კალიგრაფიული ნამუშევარი ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით (ადგილობრივი კონკურსანტების მიერ)

 

ვაჟა-ფშაველას პოემები:

(საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების ნამუშევრები)

ხელნაწერი პოემების ფორმატად და სტილად აღებულია ლევან ჩაგანავას და ქეთევან ქავაზაურის მიერ, 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი "სტუმარ-მასპინძელი".

 

 

"ანნა-ბულბული"

მხატვარ-კალიგრაფი  -  თეონა მაისურაძე.

"სისხლის ძიება"

მხატვარ-კალიგრაფი  -  შალვა მათიაშვილი.

"საშობაო ამბავი"

ხატვარ-კალიგრაფი  -  ცირა ბულაშვილი.

"ძაღლიკა ხიმიკაური"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ნინო ჩხვიმიანი.

"ეთერი"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ლილე ჩხეტიანი.

"გოგოთურ და აფშინა"

მხატვარ-კალიგრაფი  -  დავით მაისურაძე.

"მონადირე"

კალიგრაფი  -  ლევან ჩაგანავა, მხატვარი - ქეთევან ქავაზაური.

"ილო"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ლევან ჩაგანავა.

"კოპალა"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ოთარ მეგრელიძე.

"მოხუცის ნათქვამი"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ლევან ჩაგანავა.

"მამიდის დანაბარები"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ლევან ჩაგანავა.

"დაჭრილი ვეფხვი"

მხატვარ-კალიგრაფი  -  ანი სუბარი.

 

ვაჟა-ფშაველას ლექსები:

(უცხოელი პროფესიონალი კალიგრაფების ნამუშევრები)

Aki Otsuki (იაპონია) Bas Vlam (ნორვეგია)
Borghild Telnes (ნორვეგია) Diana Bychkova (იტალია)
Felipe Calderon (კოლუმბია) Jaime de Albarracin (პერუ)
Maximiliano Sproviero (არგენტინა) Nadezhda Pavlova (რუსეთი)
Nikolay Makarov (რუსეთი) Oksana Kapranova (უკრაინა)
Oleksandr Mikula (უკრაინა) Petr Chobitko (რუსეთი)
Sigrid Bengel (გერმანია) Vera Belostotskaya (უკრაინა)
Vitaliy Mitchenko (უკრაინა) Yoshiko Yoshida (იაპონია)
Yuriy Antonov (უკრაინა)  

 

ვაჟა-ფშაველას ლექსები:

(კონკურსანტების ნამუშევრები)

იხ. I კონკურსის ალბომი facebook-ზე.   

იხ. II კონკურსის ალბომი facebook-ზე.

კონკურსების გამარჯვებულებთან შეხვედრა და დაჯილდოვება 25 სექტემბერსა და 20 ნოემბერს, თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის საკვირაო სკოლაში შედგა. დაჯილდოვების შემდეგ გაიმართა შემეცნებითი საუბრები.

იხ. ვიდეო და ფოტოები.

 

ვიდეორეპორტაჟი

ქართული კალიგრაფია

ქართული კალიგრაფია

კონკურსი 2011

გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ჟიურის დასკვნითი სხდომა

მეორე ტურის რეპორტაჟი

პირველი ტურის რეპორტაჟი

კონკურსი 2010

დაჯილდოვება

მეორე ტური

© 2010-2011 pcu.ge