www.pcu.ge

ხელნაწერი წიგნები


კალიგრაფიული ნამუშევრები



კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011

კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010

კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2010

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების სკოლა

2010 წლის თებერვალ-აპრილში გამართული კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, მოწმეა იმასა, თუ რამხელა სიყვარული გამოავლინა ათიათასზე მეტმა ბავშვმა მშობლიური დამწერლობისადმი. მათ შემოქმედებით მომავალზე ზრუნვა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება დღეს უკვე აუცილებელი გახდა.

ქართული კალიგრაფიის სკოლის უდიდესი ტრადიცია, გამოცდილება და მიღწევები დღეისათვის სრულიად მივიწყებულია. კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების თანამედროვეობაში აღდგენისათვის ფართოსპექტრიანი, მიზანმიმართული და ეტაპობრივი ქმედებებია განსახორციელებელი. დარგის პოპულარიზაციისათვის გამოყენებულ უნდა იქნას ყველა თანამედროვე საშუალება, ციფრული და ვიდეო ტექნოლოგიების ჩათვლით.

კალიგრაფიის თანამედროვე სკოლა ვერ მიემსგავსება უძველეს სამონასტრო ცენტრებში არსებულთ. თუმცა, აუცილებლად უნდა დაეფუძნოს წინაპართა ტრადიციებს, ყველა იმ ტექნიკური საშუალებების და დისციპლინების გათვალისწინებით, რაც საუკუნეების მანძილზე ქართული კალიგრაფიის მამოძრავებლად ითვლებოდა.

როცა თანამედროვე კალიგრაფიის სკოლაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას ვგეგმავთ, რა არის კალიგრაფიის ხელოვნება დღეს და რა შეიძლება იყოს მისი მომავალი. ამისათვის დავფიქრდეთ და გავიხსენოთ წარსული.

კალიგრაფია ძველ დროში (გაგრძელება) >>>

გიწვევთ კალიგრაფიის, მინიატურისა და ხატწერის სასწავლო კურსზე. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები.

სასწავლო კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან.

თეორიული ნაწილი:

  • ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია.
  • ქართული ანბანის აგებულება და დამწერლობის სახეები.
  • ქართული კალიგრაფია და კალიგრაფები - კალიგრაფიული სკოლები.
  • წიგნის ხელოვნება - ხელნაწერის, ორნამენტული დეკორისა და მინიატიურის ურთიერთქმედება.
  • მინიატურისა და ხატწერის ისტორია, აღმოსავლური და დასავლური სტილების ჩამოყალიბება და განვითარება, იკონოგრაფიის საფუძვლები, ფერისა და გამოსახულების კანონიკა.

პრაქტიკული ნაწილი:

  • ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანების წერის სტილების შესწავლა, დახვეწა და უნიკალური ხელწერის გამომუშავება.
  • შემკულობა - მხატვრული საზედაო ასოებისა და ორნამენტების შექმნა.
  • კომპოზიციური ნახატის აგება, კონტურის დახვეწა, ფერის ჩასხმა და ამოყვანა.
  • სამხატვრო ტექნოლოგიების შესწავლა ქაღალდის, ხის დაფისა და ლაქ-საღებავების მომზადებისათვის.
  • ბიზანტიური, ბერძნული, ბალკანური, რუსული და ქართული ხატებისა და მინიატურების ასლების შექმნით საკუთარი, უნიკალური სტილის გამომუშავება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 32 75 09; 31 91 08; 899 953073

ვიდეორეპორტაჟი

ქართული კალიგრაფია

ქართული კალიგრაფია

კონკურსი 2011

გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ჟიურის დასკვნითი სხდომა

მეორე ტურის რეპორტაჟი

პირველი ტურის რეპორტაჟი

კონკურსი 2010

დაჯილდოვება

მეორე ტური

© 2010-2011 pcu.ge