www.pcu.ge

ხელნაწერი წიგნები


კალიგრაფიული ნამუშევრები



კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011

კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010

კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2010

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები შეიძლება გახდნენ: საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც იზიარებენ კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და სურთ მონაწილეობა მიიღონ მათ განხორციელებაში.

მხატვარ-კალიგრაფთა, წიგნის ილუსტრატორთა და ხატმწერთა გარდა, ვიწვევთ ისტორიკოსებს, ქართული ენისა და დამწერლობის მკვლევარებს, რომელთა ნაშრომები და სტატიები სიღრმისეული ცოდნით განამტკიცებს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ კალიგრაფებს. ამავე დროს, მივესალმებით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის საქმეს წინ წასწევს.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირში გაწევრიანებისათვის

შეავსეთ ფორმა: განაცხადი კავშირში გაწევრიანებაზე და დაურთეთ ავტობიოგრაფია. ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ვადებში და დავგეგმავთ თქვენთან შეხვედრას.

კავშირი რეგისტრაციაშია 2010 წლის 1 მარტიდან და დღეისათვის მისი წევრები არიან:

ლევან ჩაგანავა (დამფუძნებელი) - მხატვარი-მინიატურისტი, კალიგრაფი, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერი, კომპიუტერული ფონტების და მულტიმედია-ელექტრონული გამოცემების შემქმნელი, მწერალი, საბავშვო წიგნების ავტორი და ილუსტრატორი, კინოდოკუმენტალისტი, კომპოზიტორი.

ელენე მაჭავარიანი - მხატვარი-მინიატურისტი, კალიგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, უძველეს ხელნაწერთა ასლების შემქმნელი, ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის მკვლევარი, მრავალ ნაშრომთა და გამოცემათა ავტორი, რომლებიც სახელმძღვანელო წიგნებად ევლინება კალიგრაფთა თაობებს.

ოთარ მეგრელიძე - მხატვარი, კალიგრაფი, წიგნის ილუსტრატორი. მრავალი ქართული და უცხოური გამოცემის დამსურათებელი, მათ შორის სასკოლო ლიტერატურისა. ორიგინალური სტილის გრაფიკოსი, რომელსაც ამავე დროს აქვს შთამბეჭდავი ნამუშევრები ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.

ლევან დავითიანი - მხატვარი-მინიატურისტი, კალიგრაფი, ხატმწერი.

ქეთევან ქავაზაური - მხატვარი-მინიატურისტი, ხატმწერი.

გიორგი ეგნატაშვილი - მხატვარი-მინიატურისტი, ხატმწერი.

უმცროსი ასაკის

დავით მაისურაძე - კალიგრაფი, რუსთავის 17-ე სკოლა, XII კლასი.

გიორგი თადუმაძე - კალიგრაფი, თბილისის 21-ე სკოლა, X კლასი.

ლადო აფანასევი - კალიგრაფი, თბილისის 126-ე სკოლა, X კლასი.

გიორგი ჩაგანავა - კალიგრაფი, თბილისის 126-ე სკოლა, X კლასი.

 

კონკურსის - "ქართული კალიგრაფია" (2010 თებერვალი-აპრილი) დასრულებისთანავე, კავშირში გაწევრიანებას იწყებენ უმცროსი ასაკის მხატვარ-კალიგრაფები.

30 აპრილს შედგა პირველი შეხვედრა კონკურსში გამარჯვებულებთან.

შემოგვიერთდით!

ვიდეორეპორტაჟი

ქართული კალიგრაფია

ქართული კალიგრაფია

კონკურსი 2011

გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ჟიურის დასკვნითი სხდომა

მეორე ტურის რეპორტაჟი

პირველი ტურის რეპორტაჟი

კონკურსი 2010

დაჯილდოვება

მეორე ტური

© 2010-2011 pcu.ge