ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
ლევან ჩაგანავა2000 წლიდან ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით, ორიგინალურ ხელნაწერ წიგნებთან და კალიგრაფიულ ნამუშევრებთან ერთად ლევან ჩაგანავა ქმნის და ავრცელებს მათ ხელნაკეთ ასლებს. ამრიგად თანამედროვე ქართულ კალიგრაფიას მეტი ადამიანი ეცნობა.კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. ხელნაწერი წიგნის შექმნა არის ურთულესი პროცესი და აქედან გამომდინარე, კალიგრაფის შემოქმედების მწვერვალი. მაგრამ ასეთი შრომა და ეს ცოდნა ძვირად ანაზღაურებადია. ხელნაწერთა ორიგინალები მხოლოდ რჩეულთა ხელში ხვდება. იმისათვის რომ ხელნაწერი წიგნის მადლი სხვა დამფასებლებმაც შეიგრძნონ, არასტამბური გზით, ერთეულობით, მზადდება ხელნაკეთი ასლები.
კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია ვერ მოხდება ერთეული ნამუშევრების ხარჯზე, რომლებიც მხოლოდ დამკვეთთა კოლექციებს ავსებენ. საჭიროა ყოველი ნამუშევრის ასლის გავრცელება, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს და დატკბეს კალიგრაფიის ხელოვნების მშვენიერებით. გარდა ხელნაწერთა შექმნისა, ლევან ჩაგანავას ექსპერიმენტების საშუალებით დამტკიცდა, რომ კალიგრაფია დღეს კომპიუტერულ ხანაშიც იჭრება და გრაფიკულ დიზაინთან ერთობლიობაში საოცარ ნიმუშებს გვაძლევს. ამ პროდუქციას უკვე კარგად იცნობს საზოგადოება.
დღეს მსოფლიოში, პროფესიონალ კალიგრაფთა უმრავლესობა ხელნაწერებთან ერთად მუშაობს კომპიუტერულ გრაფიკაში, ქმნის ვექტორულ ორნამენტებს, ახალ კომპიუტერულ ფონტებს, საფირმო ნიშნებს და სარეკლამო დიზაინის სხვა ელემენტებს.
|
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|
||||||||||||||||||||||||||||||||