ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
დავით მაისურაძედავით მაისურაძე - რუსთავის 17-ე სკოლა, XII კლასი, გამარჯვებული კონკურსში: "ქართული კალიგრაფია" - 2010 თებერვალი-აპრილი.როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბუბა კუდავამ 14 აპრილს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვებაზე აღნიშნა, დავით მაისურაძე არის კალიგრაფი, რომელიც თითქოს შუასაუკუნეებიდან გვესტუმრა. მართლაც, დავითი არის ნამდვილი აღმოჩენა 2010 წელს, თებერვალი-აპრილში გამართული კონკურსისა: "ქართული კალიგრაფია". მისმა ნაშრომებმა კონკურსის პირველსავე ტურში მიიპყრო დამკვირვებელთა ყურადღება, ხოლო საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის დამფუძნებლებისთვის დავითის გამარჯვება იმთავითვე ცხადი გახდა. 30 აპრილს საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირში განაცხადის შემოტანის შემდეგ, დავით მაისურაძე კავშირის წევრი ხდება. შეხვედრისას გაირკვა, რომ ის ფლობს არა მარტო ქართულ კალიგრაფიას, ასომთავრულით, ნუსხა-ხუცურითა და მხედრულით, არამედ წერს არაბულ, ბერძნულ და ებრაულ ენებზე. ამავე დროს, თურმე არის რეალური ავტორი "ვიკიპედიაზე" ფსევდონიმით გამოქვეყნებული ცნობილი სტატიებისა ქართული დამწერლობის შესახებ. ფაქტია, რომ დავით მაისურაძეს შესწევს უნარი ღირსეულად წარმოაჩინოს თანამედროვე ქართული კალიგრაფია მსოფლიოს წინაშე, რისთვისაც საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი წარადგენს მას კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენაზე. მალე მისი ნაშრომები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის კალიგრაფთა ნამუშევრების გვერდით გამოეფინება ევროპის, აზიისა და ამერიკის მსხვილ ქალაქებში.
|
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|
||||||||||||||||||||||||