ხელნაწერი წიგნი - ვაჟა-ფშაველას პოემა - "მონადირე" (2011)
2011 წელს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა შექმნეს ხელნაწერი წიგნები მისი პოემების მიხედვით. ეს წიგნი ერთ-ერთი მათგანია. კალიგრაფი - ლევან ჩაგანავა, მხატვარი - ქეთევან ქავაზაური.
ნამუშევრის ორიგინალი შედგება 10 გვერდისგან.
ფორმატი - A4 ( 21/29,7სმ).
ხელნაწერი შესრულებულია ავტოკალმითა და შავი მელნით.
3 მინიატურა, საზედაო ასოები და ორნამენტული დეკორი შესრულებულია ფუნჯითა და წყლის ტემპერით.


