ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
ხელნაწერი წიგნი - ვაჟა-ფშაველას პოემა - "სტუმარ-მასპინძელი" (2009)ხელნაწერი წიგნი შეიქმნა 2009 წლის აგვისტოს თვეში, უკვდავი ქართული სულის, ქართული კულტურისა და წინაპართა შემოქმედების სადიდებლად.ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს ჰეროიკულ-ჰუმანისტური ნაწარმოებია. მთავარი გმირები ჭეშმარიტი ადამიანურობის, მაღალი შეგნებისა და ზნეობრიობისაკენ მოგვიწოდებენ. მტრული და სასტიკი გარემოს პირობებში ისინი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის უკანასკნელ რაინდებად გვევლინებიან და ფიზიკური განადგურების მიუხედავად, უშიშრად და შეუპოვრად უდიდეს სულიერ გამარჯვებას აღწევენ. ლევან ჩაგანავას და ქეთევან ქავაზაურის მიერ 2009 წლის აგვისტოს თვეში შექმნილი ხელნაწერი "სტუმარ-მასპინძელი" გამოხმაურებაა თანამედროვე საქართველოში მიმდინარე ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც ჩვენი ერის გაუტეხელ ნებას კიდევ უფრო განამტკიცებს.
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო მატიანე
ნამუშევრის ორიგინალი შედგება 32 გვერდისგან. ფორმატი - A4 ( 21/29,7სმ). ხელნაწერი შესრულებულია ავტოკალმითა და შავი მელნით, გამოყენებულია წითელი მელანიც. 7 მინიატურა, საზედაო ასოები და ორნამენტული დეკორი შესრულებულია ფუნჯითა და წყლის ტემპერით. ქაღალდი დამუშავებულია პარაფინით.
|
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|