ხელნაწერი წიგნი - ვაჟა-ფშაველას პოემა - "ეთერი" (2011)

2011 წელს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა შექმნეს ხელნაწერი წიგნები მისი პოემების მიხედვით. ეს წიგნი ერთ-ერთი მათგანია. მხატვარ-კალიგრაფი  -  ლილე ჩხეტიანი.

 

ნამუშევრის ორიგინალი შედგება 44 გვერდისგან.

ფორმატი - A4 ( 21/29,7სმ).

ხელნაწერი შესრულებულია შავი ტუშ-კალმით, გამოყენებულია წითელიც.

14 მინიატურა, საზედაო ასოები და ორნამენტული დეკორი შესრულებულია ფუნჯითა და წყლის ტემპერით.