ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის შესახებარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი დაფუძნებულია ლევან ჩაგანავას მიერ.კავშირი რეგისტრაციაშია 2010 წლის 1 მარტიდან და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას საქართველოში. საწესდებო მიზნების განხორციელებისათვის კავშირი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან პოლიტიკურ პარტიებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. ამყარებს სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. ამოცანების გადასაჭრელად კავშირს უფლება აქვს: - სახვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით, რეალური პროდუქციის შექმნით და საზოგადოების წინაშე დემონსტრირებით, მოახდინოს კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვეობაში აღორძინება-დამკვიდრება. - პროპაგანდა გაუწიოს თავის საქმიანობას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. კავშირის ქონება და ფინანსები იქმნება: - საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებით; - სახელშეკრულებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით; - სხვა წყაროებით მიღებული შემოსავლებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები შეიძლება გახდნენ: საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც იზიარებენ კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და სურთ მონაწილეობა მიიღონ მათ განხორციელებაში. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირში გაწევრიანებისათვის შეავსეთ ფორმა: განაცხადი კავშირში გაწევრიანებაზე და დაურთეთ ავტობიოგრაფია. ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ვადებში და დავგეგმავთ თქვენთან შეხვედრას. |
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|