კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - გამარჯვებულთა დაჯილდოვება
2011 წლის ქართული კალიგრაფიის კონკურსმა მრავალი ნიჭიერი პიროვნება გამოავლინა, რომელთა შემოქმედება თანამედროვე ქართული კალიგრაფიის განვითარებას ემსახურება.
<<< კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - პირველი ტური
გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოვება 30 ივნისს გაიმართა. მათი ნამუშევრები ჩაისვა ჩარჩო-პასპარტუში და გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ილია აბულაძის სახელობის დარბაზში, სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე. ექსპოზიციაში, რომელიც ორ კვირას გასტანს, წარმოდგენილია კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრებიც.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო მატიანე
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი დასაწყისიდანვე აშუქებდა კონკურსის მიმდინარეობას ვიდეო და ფოტო მასალების დართვით. ვფიქრობთ, რომ ეს მასალები საინფორმაციოს გარდა, შემეცნებით ხასიათსაც იძენს კალიგრაფიის ხელოვნებით
დაინტერესებულ პირთათვის და მთლიანობაში ხელს შეუწყობს კალიგრაფიის პოპულარიზაციას საქართველოში. სტატიები, ვიდეო და ფოტო მასალები ეგზავნება UNESCO-ს ეგიდით მოქმედ კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენას, საიდანაც დიდი ინტერესი იგრძნობა ქართული დამწერლობისა და თანამედროვე კალიგრაფიის ხელოვნებისადმი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები არაქართველი ეროვნების მოზარდები. ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, რომელთაგან გამოვყოფთ ტყებუჩავების ოჯახს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონიდან. მათი შემართება სანიმუშოა ყოველი ქართველისათვის, მიუხედავად ადგილსამყოფელისა. სწორედ ესაა დამტკიცება სიყვარულისა მშობლიური კულტურის, ენისა და დამწერლობისადმი.
ტყებუჩავების ოჯახის სულისკვეთებით შთაგონებულებმა, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის სახელით დავაწესეთ პრიზები ოჯახში კალიგრაფიის კულტურის გამყარებისათვის.
ტყებუჩავების გარდა პრიზები ერგოთ:
- და-ძმა მაისურაძეებს - თეონას (წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულს) და დავითს (შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულს).
- და-ძმა მათიაშვილებს - მარიამს (შარშანდელი კონკურსის ნომინანტს) და შალვას (წლევანდელი კონკურსის პრიზიორს).
- ძმებს - გიორგი და კახა კაპანაძეებს (წლევანდელი კონკურსის ნომინანტებს).
გამარჯვებულები და ნომინანტები
საკონკურსო ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII-IX კლასი)
I ადგილი – თეონა მაისურაძე (რუსთავი)
II ადგილი – ანა გოგბერაშვილი (თბილისი)
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით, დაწესებულიყო 2 მესამე ადგილი.
III ადგილი – ლეილა ბარბაქაძე (ხარაგაული)
III ადგილი – შალვა მათიაშვილი (მცხეთა)
ნომინაციები:
- მხატვრული გაფორმება – გიორგი ჭაბაშვილი (თბილისი)
- საუკეთესო ასლი – მარიამ თეთრაძე (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – გიორგი კაპანაძე (საჩხერე)
საკონკურსო ჯგუფი: საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X-XII კლასი)
I ადგილი – გიორგი ჩაგანავა (თბილისი)
II ადგილი – ანი სუბარი (სვანეთი)
III ადგილი –ოთარ მჭედლიშვილი (თბილისი)
ნომინაციები:
- მხატვრული ხელწერა – ზაურ ახვლედიანი (ზესტაფონი)
- სპეციალური პრიზი – სერგი ლაფაჩი (გორი)
- ორიგინალური ხელწერა – ნინო სულაბერიძე (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – ნინო ჩხვიმიანი (სვანეთი)
- ტექსტის ორიგინალური განაწილება – კახა კაპანაძე (საჩხერე)
- სპეციალური პრიზი – ანი ფარჯიანი (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – თამარ რეხვიაშვილი (რუსთავი)
სტუდენტების საკონკურსო ჯგუფი
I ადგილი – მაკა კაკაშვილი (4 ხმა) (თბილისი)
II ადგილი – ფიქრია ჭაბუკიანი (3 ხმა) (წყალტუბო)
III ადგილი – ნათელა კაპანაძე (თბილისი)
სპეციალური პრიზი – გიორგი დემეტრაშვილი (თბილისი)
საკონკურსო ჯგუფი: სხვა დაინტერესებული ზრდასრული პირები
I ადგილი – ლილე ჩხეტიანი ((ჭუბერი)
II ადგილი – ნინო ტაბატაძე (თბილისი)
III ადგილი – ოთარ ჯოლია (თბილისი)
ნომინაცია:
- საუკეთესო ასლი – ლეილა ბაღბაია (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – ნათია ვარძელაშვილი (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – ჯუმბერ ბეჭვაია (თბილისი)
- სპეციალური პრიზი – ეველინა ლოლაძე (თბილისი)
- ტრადიციების მიმდევარი – შუშანიკი (მონაზონი) (თბილისი)
- ორიგინალური ხელწერა – ირაკლი ერაგია (თბილისი)
- ორიგინალური ხელწერა – ივანე ყარმაზანაშვილი (თბილისი)
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები
- გიორგი კილაძე (გერმანია)
- არსენ ონიკაშვილი (ფერეიდანი)
- მზია თვალაბეიშვილი (ბელგია)
სპეციალური პრიზები:
ყველაზე უმცროსი მონაწილე - ანა ტყებუჩავა (6 წლის, ბოსტონი, აშშ)
ყველაზე უფროსი მონაწილე - იოლანდა მარშევი (91 წლის, ბოსტონი, აშშ)
2011 წლის კონკურსის გამორჩეული ნამუშევრები
![]() |
![]() |
|||
![]() |
![]() |
|||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
![]() |
![]() |
|||
![]() |
![]() |
![]() |
||
![]() |
![]() |
![]() |
||
![]() |











გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

















