კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - მესამე ტური

2011 წლის ქართული კალიგრაფიის კონკურსის მესამე ტური 3-4 ივნისს გაიმართა.

კონკურსანტებს კვლავაც მოუწიათ ძველი ხელნაწერების ასლებზე მუშაობა. უფროსებმა შეასრულეს ზაალ აბაშიძისათვის ერეკლე მეფის მიერ გაცემული წყალობის სიგელის ასლი, ხოლო პატარებმა ფრაგმენტი ვეფხისყაოსნიდან.

ძირითადი დავალება გაცილებით საინტერესო იყო. მონაწილეებს უნდა შეექმნათ კომპოზიციურად სრულყოფილი წიგნის ორი გვერდი, ადვილად კითხვადი და ლამაზი ხელწერით. გადასაწერად მოცემული იყო ფრაგმენტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან "მთანი მაღალნი".

ფინალურ III ტურში მონაწილეობდა 114 კონკურსანტი. საკონკურსო ჯგუფების მიხედვით:

  • VII-IX კლასების მოსწავლეები - 48
  • X-XII კლასების მოსწავლეები - 34
  • სტუდენტები - 7
  • ზრდასრული პირები - 25

კონკურსის მესამე, დასკვნითმა ტურმა წარმატებით ჩაიარა და კიდევ უფრო გაამყარა ამ ლამაზი და შთამბეჭდავი ასპარეზობის ლიდერთა პოზიციები. მათი ნამუშევრები თავიდანვე იქცევდა ყურადღებას და მიუხედავად დავალებების სირთულისა, კონკურსის ბოლომდე ესთეტურად და სრულყოფილად წარმოჩნდა ჟიურისა და დამკვირვებლების წინაშე.

მონაწილეებს ალბათ აინტერესებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მათი ნამუშევრების განხილვა. გთავაზობთ ჟიურის დასკვნითი სხდომის ვიდეო-ქრონიკას, სადაც არ მჟღავნდება გამარჯვებულათა და ნომინანტთა ვინაობა. ამას დაჯილდოვების ცერემონიალზე შეიტყობს საზოგადოება.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო მატიანე

მესამე ტურის ნამუშევრების განხილვა ჟიურის დასკვნით სხდომაზე.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთაგან, ყურადღებას ისევ იმსახურებს ტყებუჩავების ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონიდან. მესამე ტურში გამორჩეულია შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულის, იო-ელენა ტყებუჩავას ნამუშევარი. თუმცა, სამი ტურის მაჩვენებლებით ამ ოჯახიდან ხათუნა ტყებუჩავას კალიგრაფია ლიდერობს.

ანა ტყებუჩავა, 6 წლის.

სალომე ტყებუჩავა, 12 წლის.

იო-ელენა ტყებუჩავა, 13 წლის.

ხათუნა ტყებუჩავა, 39 წლის.

თენგიზ ტყებუჩავა, 51 წლის.

იოლანდა მარშევი, 91 წლის.

 

მესამე ტურის ნამუშევრები