ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - პირველი ტურიმიზანი: მოზარდებში, ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის ასაკის ადამიანებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - მეორე ტური >>> კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - მესამე ტური >>> კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011 - გამარჯვებულთა დაჯილდოვება >>> 2011 წლის თებერვლიდან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და არასამთვრობო ორგანიზაცია „წამის” თანამშრომლობით მიმდინარეობს კონკურსი „ქართული კალიგრაფია“. ისევე, როგორც გასულ წელს, კონკურსი სამ ტურად დაიყო, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ წელს მასში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII -XII კლასის მოსწავლეებს, საზღვაგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს და სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს. გამარჯვებულებისათვის ჯილდოებს დააწესებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "წამი", საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი და მხარდამჭერი ორგანიზაციები. ტურებს შორის ჩატარდება შემეცნებითი საუბრები ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნებაზე ისაუბრებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი. შარშანდელის მსგავსად, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი საერთაშორისო მასშტაბით აშუქებს ამ მოვლენას და ავრცელებს რეპორტაჟებს ფოტო-ვიდეო მასალის დართვით. ეს მასალები ქვეყნდება კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენის ვებ-საიტზე და მათ პერიოდულ გამოცემებში, დოკუმენტაციებში, რომლებიც წელს, სექტემბრის თვეში ჩვენი კავშირის წევრების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში - კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენაზე. ამრიგად, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის მიზანია "ქართული კალიგრაფიის" წლევანდელ კონკურსში ახალი ტალანტების აღმოჩენა, პროფესიონალურად მათი მომზადება და წარდგენა საერთაშორისო დონეზე, ქართული დამწერლობისა და ზოგადად, ქართული კულტურის სადიდებლად. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვიდეო მატიანე 18 თებერვალს დასრულდა ნამუშევრების მიღების ვადა I ტურისათვის, რომელთა განხილვა ჟიურის სხდომაზე 23-24 თებერვალს შედგა.
უცნაურია, რომ 2010 წლის კონკურსისგან განსხვავებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10000-ზე მეტმა პიროვნებამ, წელს კონკურსანტების რიცხვმა ამ ციფრის მეოთხედიც ვერ შეადგინა. არავინ იცის, როგორი მონდომებით იმუშავეს რესურს-ცენტრებმა ან საჯარო სკოლების ხელმძღვანელებმა, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციების მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე, ნამდვილად ვიცით, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს თავი არ დაუზოგავთ ამ ღონისძიების მასშტაბურად და ეფექტურად ჩატარებისათვის. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტრომბრის თვიდან, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუშაობენ 2011 წლის კალიგრაფიის კონკურსის საკითხზე. მრავალი თემა, განსაკუთრებით კი პროფესიონალური და შემოქმედებითი ნაწილი შემუშავდა ახლებურად და დაიხვეწა სამომავლო განვითარების კუთხით. იქნებოდა ეს კალიგრაფიის სკოლის ამოქმედება, თუ საერთაშორისო დონეზე ნიჭიერ პიროვნებათა წარდგენა, გაანალიზებული და ჩამოყალიბებული შეიქნა ურთიერთ კონსულტაციებისა და არაერთი საქმიანი დოკუმენტის გაცვლის ფონზე. და მაინც, მიუხედავად მონაწილეთა მცირე რაოდენობისა, მიმდინარე კონკურსის უკვე პირველსავე ტურში გაიბრწყინა მრავალმა ნიჭიერმა შემოქმედმა. ეს საფუძველს გვაძლევს გვჯეროდეს, რომ თებერვლიდან აპრილამდე შესანიშნავი ღონისძიების მომსწრე ვხდებით. მეორე და მესამე ტურები კიდევ უფრო გამოავლენენ ახლადაღმოჩენილ შემოქმედთა გასაოცარ ნიჭსა და სიყვარულს მშობლიური დამწერლობის მიმართ. კონკურსში მონაწილეობის არსი გამარჯვება და პრიზი არ არის. მასში მონაწილეობა ნიშნავს ქართული დამწერლობისადმი პატივისცემას და ჩვენი სულისშემძვრელი კულტურის სიყვარულს. აღმაფრთოვანებელია, რომ ამ გაგებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ერთად, კონკურსს უერთდება მთელი ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონიდან.
შარშანდელი კონკურსის ნომინანტს, იო-ელენა ტყებუჩავას, ამჯერად დები, მშობლები და ნათლია დამგზავრებიან ქართული ენის დიდების ზეიმზე. დიახ, "ენაში" დამწერლობას უნდა ვგულისხმობდეთ, როცა ენა, მამული და საწრმუნოება წამოგვადგება პირზე. ენა ველურ ტომებსაც გააჩნიათ, მაგრამ დამწერლობა მსოფლიოში 14 არსებობს და მათ შორის ერთი-ერთი - ქართულია. სწორედ ჩვენი დამწერლობის საიდუმლოა დღემდე დამარხული, მაგრამ მომლოდინეა აღდგინებისა. როგორც ვხედავთ, აღორძინება ხდება არა ხელით ძლიერთა ამა ქვეყნისათა, არა მათ მიერ, რომელთაც აქვთ ძალაუფლება, სიმდიდრე, ანდა საზოგადოებრივი ავტორიტეტი, არამედ წმინდა და უმანკო სულით ამოძრავებული, პატარა, სუსტი თითების წყალობით, რომელნიც ზეამავალი და განივი მოძრაობით, მაკურხევლად მოქმედებს და ღვთივბოძებული, საიდუმლო ასო-ნიშნებით ახალ სიცოცხლეს - სიტყვას უდებს დასაბამს (პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. (იოანე 1:1)). ღმერთმა დალოცოს ქართული კალიგრაფიის კონკურსის ყველა მონაწილე! გაიხარეთ! |
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|