www.pcu.ge

ხელნაწერი წიგნები


კალიგრაფიული ნამუშევრები



კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011

კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010

კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2010

კონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2010 თებერვალი-აპრილი

მიზანი: ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

2010 წლის თებერვლიდან აპრილამდე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და არასამთვრობო ორგანიზაცია „წამის” თანამშრომლობით მიმდინარეობდა კონკურსი „ქართული კალიგრაფია“.

კონკურსი სამ ტურად დაიყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 5-12 კლასის მოსწავლეები, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები. 5-8 და 9-12 კლასებისგან განისაზღვრა ორი ასაკობრივი ჯგუფი და გარდა თითო ჯგუფისათვის განკუთვნილი საპრიზო ადგილებისა, დაწესდა სხვადასხვა ნომინაციები შთამბეჭდავი და განსაკუთრებული ნამუშევრების ავტორთათვის.

პირველ ტურში მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ნებისმიერი ტექსტი 100-150 სიტყვის ოდენობით. საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ იყო. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთიდან შემოსული ნამუშევრების რიცხვმა ათიათასს გადააჭარბა, რამაც კონკურსის ჟიურისა და ორგანიზატორების საქმიანობას მეტი დატვირთვა შესძინა. ხელნაწერების განხილვისა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მეორე ტურში საუკეთესო ნაშრომებით 250-მდე ბავშვი გავიდა, მესამეში კი 118. ეს რაოდენობები მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაგეგმილს, ასე რომ ღონისძიების მასპინძლებს დიდი შრომა ელოდათ შემდეგ ტურებში გასული კონკურსანტების დასახვედრად.

ტურებს შორის ტარდებოდა შემეცნებითი საუბრები ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნებაზე ბავშვებს ესაუბრებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი.

ვიდეორეპორტაჟი

ქართული კალიგრაფია

ქართული კალიგრაფია

კონკურსი 2011

გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ჟიურის დასკვნითი სხდომა

მეორე ტურის რეპორტაჟი

პირველი ტურის რეპორტაჟი

კონკურსი 2010

დაჯილდოვება

მეორე ტური

© 2010-2011 pcu.ge